ბუფალოელი ემსი, ჯერემი ფენიქი, ფსევდონიმით Benny The Butcher, მსმენელს კომპოზიციაზე Famous გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი ცნობილი კალიფორნიელი მუსიკოსი, ჰით-ბოი გახლავთ. ტრეკი კოლეგების ერთობლივი ალბომის Burden Of Proof სინგლია.
► ჰიუსტონში Benny The Butcher დაჭრეს
► მოუსმინეთ: Benny The Butcher ალბომს BURDEN OF PROOF ავრცელებს
► ნახეთ: Benny The Butcher - Legend
ბენიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ანდერგრაუნდ რეპერი ფართო საზოგადოებამ 2014 წლიდან, ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდაში" გაწევრიანების შემდეგ გაიცნო. კრიტიკოსები ბუჩერის შემოქმედებიდან 2019 წლის სტუდიურ ჩანაწერს The Plugs I Met გამოარჩევენ, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Black Thought, Pusha T, The Alchemist და სხვა. ამავე წელს ბენი მსმენელმა "გრიზელდას" სადებიუტო ალბომში WWCD იხილა. 2020 წელს მან ორი გრემის კალიფორნიელ პროდიუსერ ჰით-ბოისთან ერთად შექმნილი ალბომი Burden Of Proof გამოაქვეყნა, რომელმაც მსმენელისა და კრიტიკოსებისგან აღიარება დაიმსახურა.
კომენტარები