Thumbnail

System of a Down-ის ჰიტის Chop Suey! კლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი სომხურ-ამერიკული ჯგუფის, System of a Down-ის კომპოზიციის Chop Suey! კლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. ვიდეორგოლი ბენდმა 2001 წელს გამოუშვა, პლატფორმაზე კი მხოლოდ 8 წლის შემდეგ ატვირთა. ვიზუალური ნამუშევარი ლოს ანჯელესში, ერთ-ერთი სასტუმროს ავტოსადგომზეა გადაღებული და მისი ავტორი რეჟისორი მარკოს სიეგა გახლავთ.

ნახეთ: 15-წლიანი პაუზის შემდეგ System of a Down-მა ორი ახალი სიმღერა გამოუშვა

სიმღერა Chop Suey! ჯგუფმა 2001 წელს გაავრცელა. ის ბენდის რიგით მეორე ალბომში Toxicity შედის. კომპოზიციამ კოლექტივს, მეტალის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში, გრემის პირველი ნომინაცია მოუტანა.

System of a Down კალიფორნიაში 1994 წელს ჩამოაყალიბეს. 2006-ში ჯგუფი დაიშალა, თუმცა, 4 წლის შემდეგ მუსიკოსები კვლავ შეიკრიბნენ. კარიერის განმავლობაში კოლექტივმა 40 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტებს გრემის ჯილდო ერთხელ აქვთ მოგებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული