Thumbnail

მოუსმინეთ: Björk და Hamrahlíð Choir კომპოზიციის Sonnets ახალ ვერსიას ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ისლანდიელმა მუსიკოსმა, ბიორკმა, გუნდ Hamrahlíð Choir-თან ერთად, 2004 წელს გამოცემულ ალბომში Medúlla შესული კომპოზიციის Sonnets ალტერნატიული, ა კაპელა ვერსია ჩაწერა. სინგლი გუნდის მომავალ სტუდიურ ნამუშევარში Come and be Joyful შევა, რომელიც 4 დეკემბერს გამოქვეყნდება.

მოუსმინეთ: Björk და Hamrahlíð Choir კომპოზიციის Cosmogony ახალ ვერსიას ავრცელებენ

ბიორკმა პირველი სტუდიური ჩანაწერი სახელწოდებით Björk ისლანდიაში, 12 წლის ასაკში გამოუშვა. 1993 წელს გამოცემულმა ალბომმა Debut ბიორკს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. შემდეგმა ნამუშევარმა Post კი მისი, როგორც საინტერესო და თვითმყოფადი არტისტის სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა. 2015 წელს ჟურნალმა Time შემსრულებელი ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's Oh So Quiet, Army Of Me, All Is Full Of Love, Human Behaviour და Bachelorette მოუტანა. 2017 წელს, SOU ფესტივალის ფარგლებში, მომღერალმა თბილისში, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ორი კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული