Thumbnail

ოზი ოსბორნი: კორონავირუსი თუ დამემართება, აუცილებლად მოვკვდები

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ოზი ოსბორნმა გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ მას კორონავირუსი დაემართება, ვერ გადაიტანს, რადგანაც ქრონიკული დაავადება, ფილტვის ემფიზემა აქვს, COVID-19 კი სწორედ რესპირატორულ სისტემას აყენებს ზიანს.

ოზი ოსბორნის ფავორიტი 10 ჰევი მეტალ ალბომი

სიმღერა, რომლის გამოც ოზი ოსბორნი თვითმკვლელობის პროპაგანდაში დაადანაშაულეს

ოზი ოსბორნი: Black Sabbath-თან ერთად კონცერტს აღარასოდეს ჩავატარებ

"ეს წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი იყო. თუ კორონავირუსითაც დავინფიცირდები, ნამდვილად ვერ გადავურჩები, რადგან ფილტვის ემფიზემა მაქვს. ამიტომ, თუ გარეთ გავდივარ, პირბადეს აუცილებლად ვიკეთებ. ნიღბის ტარება არ მიყვარს, რის გამოც ქუჩაში ხშირად არ დავდივარ", - ამბობს ოზი.

შეგახსენებთ, რომ ექიმებმა ოსბორნს აგრეთვე პარკინსონის დაავადება დაუდგინეს.

ოზი ოსბორნი ლეგენდარული ჰევი მეტალ კოლექტივის, Black Sabbath-ის ერთ-ერთი დამაარსებელია. გრემის მფლობელმა მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Blizzard of Ozz 1980 წელს გაავრცელა. არტისტს დღემდე 100 მილიონი სოლო ალბომი აქვს გაყიდული. 2002-2005 წლებში MTV-ზე ოსბორნის ოჯახის მონაწილეობით რეალითი შოუ The Osbournes გადიოდა. შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Dreamer მოუტანა, რომელიც 2001 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული