პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ ქმრის, რეპერ Offset-ის გარდერობში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ ერთი ოთახი მთლიანად სპორტული ფეხსაცმელების კოლექციას ეთმობა. როგორც ქარდი კადრებში ამბობს, Migos-ის წევრი, ოფსეტი ჯამში 3 000-ზე მეტ წყვილს ფლობს.
► ნახეთ: Cardi B-ს დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები 24 საათში სრულად ამოიყიდა
► რა უპასუხა Cardi B-მ კომენტარს, რომ მან ბირკინის ძვირფასი ჩანთები გააუფასურა
► Cardi B: ოფსეტს კარგი გაკვეთილი ჩავუტარე და შედეგიც მივიღე
"დაუჯერებელია. მეგობრებო, ამ კაცს 3000-დან 3200-მდე წყვილი ფეხსაცმელი აქვს, მე კი 500 ცალი თუ მექნება. მას იმდენი ფეხსაცმელი აქვს, რომ უკვე სასაცილოდ მეჩვენება", - ამბობს ვიდეოში ქარდი, ოფსეტი კი პასუხობს - ეს ცხოვრების სტილია".
ქარდიმ და ოფსეტმა 2017 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ 2018 წელს საერთო შვილი, ქალჩერი შეეძინათ.
კომენტარები