ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის წარმომადგენელი, მაილს პარკს მაქკალუმი, ფსევდონიმით Lil Yachty, რიგით მეოთხე ალბომის Lil Boat 3 დელუქს ვერსიას Lil Boat 3.5 ავრცელებს. სტუდიური ნამუშევარი 27 კომპოზიციას აერთიანებს. განახლებულ ჩანაწერში შესულ ახალ კომპოზიციებზე ლილ იარიმ პოპულარულ კოლეგებთან: Playboi Carti, Vince Staples, Lil Baby და სხვებთან ითანამშრომლა.
► Lil Yachty მანქანის 240 კმ/სთ სიჩქარით მართვის გამო დააკავეს
► ნახეთ: Lil Yachty და Future კლიპში Pardon Me
► მოუსმინეთ: Lil Yachty ალბომს Lil Boat 3 ავრცელებს
მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად, 4 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.
კომენტარები