ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The Smashing Pumpkins ორმაგი ალბომი Cyr გაავრცელა. მუსიკოსების რიგით მეთერთმეტე სტუდიური ჩანაწერი 20 კომპოზიციას აერთიანებს. ნამუშევრის პროდიუსერი კოლექტივის ვოკალისტი, ბილი კორგანი გახლავთ.
► ნახეთ: The Smashing Pumpkins-მა კომპოზიციაზე Wyttch კლიპი გადაიღო
The Smashing Pumpkins ჩიკაგოში 1988 წელს ჩამოყალიბდა. დაარსებიდან დღემდე ჯგუფს 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: 1979, Bullet with Butterfly Wings და Tonight, Tonight.
კომენტარები