Thumbnail

ნახეთ: Glass Animals-მა და არლო პარკსმა კომპოზიცია Tangerine შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Glass Animals და ლონდონელმა მუსიკოსმა, არლო პარკსმა BBC Radio 1-ის ეთერში კომპოზიცია Tangerine შეასრულეს. სინგლის თავდაპირველი ვერსია კოლექტივის რიგით მესამე ალბომში Dreamland შედის, რომელიც აგვისტოში გამოქვეყნდა. ოქტომბერში კი ბენდმა პარკსთან ერთად ტრეკის რემიქს ვერსია ჩაწერა.

ნახეთ: Glass Animals - It’s All So Incredibly Loud

ნახეთ: Arlo Parks - Caroline

Glass Animals ქალაქ ოქსფორდში 2010 წელს შეიქმნა. 2014 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Zaba გამოუშვა, ორი წლის შემდეგ კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი How to Be a Human Being გამოსცა. მუსიკოსების შემოქმედება ფსიქოდელიურ პოპსა და არტ პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული