Thumbnail

ლიამ გალაჰერი: ერთხელ მარადონა მე და ნოელს სროლით დაგვემუქრა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანული ბენდის, Oasis-ის ფანებმა ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების კვალდაკვალ, ჯგუფის წევრის, ლიამ გალაჰერის 2018 წლის მონათხრობი გაიხსენეს. მუსიკოსი გამოცემა Vice-თან ინტერვიუში არგენტინაში მარადონასთან შეხვედრის შესახებ საუბრობდა.

► ცნობილი მუსიკოსები დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურნენ

► მოუსმინეთ: Liam Gallagher - All You’re Dreaming Of

"ერთხელ არგენტინაში მე და ნოელი ბარში ვისხედით და დავინახეთ, რომ ვიღაც შემოვიდა, რომელსაც პირადი მცველები ახლდნენ. დავინტერესდით, ვინ ჯანდაბა შეიძლებოდა, ყოფილიყო. შევიტყვეთ, რომ მარადონა იყო. რამდენიმე გოგონასთან ერთად ზედა სართულზე ავიდა. მასთან შეხვედრის უფლება მოგვცეს. როდესაც ოთახში შევედით, ის შუაში იდგა და ბოთლის თავსახურით საფეხბურთო ილეთებს აკეთებდა. ვიფიქრე, რომ უცებ სურათს გადავიღებდით და წავიდოდით. თარჯიმანს გაესაუბრა და ჩვენთან რაღაც დააბარა. როგორც გადმოგვითარგმნეს, მან განაცხადა, რომ, თუ მე ან ნოელი მარადონასთან ერთად მყოფ რომელიმე გოგონასთან ერთად წავიდოდით ბარიდან, აუცილებლად გვესროდა", - იხსენებს ლიამი. 

ლიამ გალაჰერმა ძმასთან, ნოელთან ერთად ჯგუფი Oasis 1991 წელს შექმნა. 2 წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი ძმებს შორის კონფლიქტის გამო 2009 წელს დაიშალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული