Thumbnail

მოუსმინეთ: Method Man და Nas პროდიუსერ Statik Selektah-ს ალბომში The Balancing Act

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილმა ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა, პატრიკ ბევერლმა, ფსევდონიმით Statik Selektah, ახალი ალბომი The Balancing Act გამოაქვეყნა, რომელიც 16 კომპოზიციას აერთიანებს. სტუდიური ნამუშევრის ფარგლებში მუსიკოსმა არაერთ სახელოვან თუ ახალგაზრდა რეპერთან ითანამშრომლა. მათ შორის არიან: Black Thought, Nas, Joey Badass, Gary Clark Jr., Conway The Machine, 2 Chainz, Killer Mike, Allan Kingdom, Daაve East, Method Man, Jack Harlow, Jadakiss, Styles P, Benny The Butcher, Paul Wall, Fly Anakin, Kota The Friend, Evidence, Blu, Sean Price, CJ Fly, JFK, Bun B, Havoc და სხვა.

პატრიკმა მუსიკალური მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო. მისი მთავარი შთაგონების წყარო ლეგენდარული დიჯეი პრემიერი გახლავთ. პროდიუსერმა სახელი 2000-იანების დასაწყისში გაითქვა. სთათიქ სელექთას დისკოგრაფია არაერთ ცნობილ კოლეგასთან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ ნამუშევრებს ითვლის. არტისტმა მსმენელს დღემდე 9 სოლო ალბომი შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული