Thumbnail

ნახეთ: SAINt JHN ქანიე ვესთთან ერთად ჩაწერილ ტრეკს Smack DVD ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ნიუ იორკელი ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტი, კარლოს სენთ ჯონი, ფსევდონიმით SAINt JHN, პოპულარულ კოლეგასთან, ქანიე ვესთთან ერთად ჩაწერილ კომპოზიციას Smack DVD და მასზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევარს ავრცელებს.

ნახეთ: SAINt JHN ახალ ალბომს While the World Was Burning ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ მუსიკოსებმა კიდევ ერთი სინგლი Pray 4 Me ჯონის რიგით მესამე ალბომისთვის While the World Was Burning ჩაწერეს, რომელიც 20 ნოემბერს გამოქვეყნდა.

სენთ ჯონმა მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. 2018 წელს გაყიდვაში შემსრულებლის სადებიუტო ალბომი Collection One ჩაეშვა, რომელმაც მას ფართო საზოგადოების აღიარება მოუტანა. ერთი წლის შემდეგ ბრუკლინელმა მუსიკოსმა მსმენელს მეორე სტუდიური ჩანაწერი Ghetto Lenny's Love Songs შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული