Thumbnail

მოუსმინეთ: მაილი საირუსი ალბომს Plastic Hearts ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა ახალი, რიგით მეშვიდე ალბომი Plastic Hearts გამოუშვა. 15 კომპოზიციისგან შემდგარ ნამუშევარში ისეთი არტისტები მონაწილეობენ, როგორებიც არიან: ჯოან ჯეტი, ბილი აიდოლი, სტივი ნიქსი და დუა ლიპა. ამ უკანასკნელთან ერთად ჩაწერილი სიმღერა Prisoner, ისევე, როგორც მთავარი სინგლი Midnight Sky, ალბომის გამოშვებამდე გავრცელდა. ნამუშევარში ასევე შესულია ამერიკული როკ ჯგუფის Blondie კომპოზიციის Heart of Glass და ირლანდიური ალტერნატიული როკ კოლექტივის, The Cranberries-ის სიმღერის Zombie ლაივ ქავერები.

მაილი საირუსი: ჩემი პრობლემა ისაა, თუ რა გადაწყვეტილებებს ვიღებ სიმთვრალეში

ნახეთ: მაილი საირუსმა Pearl Jam-ის კომპოზიცია Just Breathe შეასრულა

მაილი საირუსი: Metallica-ს სიმღერების დაქავერებას და ალბომის გამოშვებას ვაპირებ

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული