Thumbnail

მოუსმინეთ: Liam Gallagher - All You’re Dreaming Of

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, ლიამ გალაჰერი ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად, ახალ კომპოზიციას All You’re Dreaming Of ავრცელებს. ეს პირველი სინგლია, რომელიც არტისტმა 2020 წელს გამოაქვეყნა. სიმღერის თანაავტორი ლიამთან ერთად ინგლისელი შემსრულებელი, საიმონ ალდრედი გახლავთ. ტრეკის პროდიუსერი კი ინდი პოპ ჯგუფის Miike Snow წევრი ენდრიუ უაიატია.

ლიამ გალაჰერი: იოკომ მკითხა, სისულელედ არ გეჩვენება, შვილს რომ ლენონი დაარქვიო?

ლიამ გალაჰერი: ერთხელ ნოელის სახლი კინაღამ გადავწვი

ლიამ გალაჰერმა 2009 წელს, "ოაზისის" დაშლის შემდეგ, ახალი როკ კოლექტივი Beady Eye ჩამოაყალიბა, რომელმაც 5 წელი იარსება. 2017 წელს მან სადებიუტო სოლო ალბომი As You Were გამოუშვა, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოექცა. 2019 წელს კი არტისტმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Why Me? Why Not. გაავრცელა, რომელმაც ბრიტანეთში ოქროს სტატუსი მოიპოვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული