Thumbnail

მოუსმინეთ: ჯუსი ჯეი სოლო ალბომს The Hustle Continues აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობის, თრეფის ერთ-ერთი პიონერი, ვეტერანი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯორდან მაიკლ ჰიუსტონი, ფსევდონიმით Juicy J, მსმენელს 3-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ სოლო ალბომით The Hustle Continues დაუბრუნდა. მემფისელი მუსიკოსის ახალი სტუდიური ნამუშევარი 16 კომპოზიციას მოიცავს. ჩანაწერის ფარგლებში ოსკაროსანმა შემსრულებელმა ითანამშრომლა კოლეგებთან: Wiz Khalifa, Lil Baby, 2 Chainz, ASAP Rocky, Conway The Machine, Young Dolph, Logic, NLE Choppa, Megan Thee Stallion, Ty Dolla Sign, Jay Rock, Project Pat და სხვა.

ნახეთ: ჯუსი ჯეი ახალი ტრეკის '1995' კლიპს აქვეყნებს, რომელშიც ლოჯიქი მონაწილეობს

Juicy J: სამი იარაღი სულ თან მაქვს და საჭიროების შემთხვევაში გავისვრი კიდეც

Juicy J: მაპატიეთ, თუ ჩემს კომპოზიციებში ნარკოტიკის მოხმარებისკენ გიბიძგეთ

ჯორდანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1987 წელს ჰიპ ჰოპ კოლექტივში Three 6 Mafia დაიწყო, რომლის წევრებიც, მის გარდა, Lord Infamous და DJ Paul იყვნენ. ჯგუფი რეპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა. 2006 წელს ოსკარის დაჯილდოების 78-ე ცერემონიაზე, სამხრეთელმა მუსიკოსებმა ნომინაციაში "საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი" გაიმარჯვეს. ჯგუფმა კომპოზიცია It`s Hard Out Here For Pimp ფილმისთვის Hustle & Flow შეიქმნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული