Thumbnail

ქვიზი: რომელი მუსიკალური ჟანრი არ არსებობს?

ბაჩო ჯიქიძე პროფილის ფოტო
ბაჩო ჯიქიძე

მუსიკის ჟანრობრივი დაყოფა ჯერ კიდევ კაცობრიობის განვითარების ადრეულ ეტაპზე მოხდა, როდესაც ჩვენი წინაპრები სიმღერებს საყოფაცხოვრებო, შრომითი თუ რიტუალური დანიშნულებით ასრულებდნენ. თანამედროვე სამყაროში კი უამრავი მიმდინარეობა ჩამოყალიბდა, რომელიც ერთმანეთისგან ჟღერადობით, თემატიკით, კომპოზიციური, სტილისტური და სხვა მახასიათებლებით განსხვავდება. 

► ნახე სხვა ქვიზები

ეს ქვიზი სწორედ მუსიკის ჟანრებს ეძღვნება. ინსტრუქცია მარტივია, წინ 12 შეკითხვა გელით, ყურადღებით გაეცანით შემოთავაზებულ ვერსიებს და მონიშნეთ სწორი პასუხი.

არტ როკი
კოკ როკი
გლემ როკი
პინკ როკი
არასწორია!
არტ როკი 1960-იანი წლების დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩამოყალიბებული მუსიკის ჟანრია, რომელსაც მელოდიური, ჰარმონიული ან რიტმული ექსპერიმენტები და მხატვრული სახეებით მდიდარი ტექსტები გამოარჩევს.
არასწორია!
კოკ როკი 1960-იანი წლების ბოლოს დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩამოყალიბებული მუსიკი ჟანრია, რომელსაც მამაკაცურ სექსუალურობაზე ყურადღების აქცენტირება გამოარჩევს.
არასწორია!
გლემ როკი 1970-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებული მუსიკის ჟანრია, რომელსაც გლამურული, თეატრალურ-ეგზოტიკური სასცენო იმიჯი ახასიათებს.
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
ქლაუდ რეპი
ბენგ რეპი
გენგსთა რეპი
ჩიკანო რეპი
არასწორია!
ქლაუდ რეპი 2000-იანი წლების ბოლოს აშშ-ში ჩამოყალიბებული ჰიპ ჰოპის ქვეჟანრია, რომელსაც ლოუ ფაი ჟღერადობა და ვოკალური სემპლების სიუხვე გამოარჩევს.
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
არასწორია!
გენგსთა რეპი 1980-იანი წლების აშშ-ში ჩამოყალიბებული ჰიპ ჰოპის ქვეჟანრია, რომლის ტექსტებშიც ქუჩის ბანდების წევრთა ცხოვრების სტილია აღწერილი.
არასწორია!
ჩიკანო რეპი 1990-იანი წლების დასაწყისში აშშ-სა და მექსიკაში ლათინოამერიკული ჰიპ ჰოპისა და გენგსთა რეპის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული ქვეჟანრია.
დიფ ჰაუსი
ვიჩ ჰაუსი
სლოუ ჰაუსი
გარაჟ ჰაუსი
არასწორია!
დიფ ჰაუსი 1980-იანი წლების აშშ-ში ჩიკაგო ჰაუსის, ჯაზ ფანკისა და სოულის ელემენტების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომელსაც მსუბუქი და ღრმა ატმოსფერული ჟღერადობა ახასიათებს.
არასწორია!
ვიჩ ჰაუსი 2000-იანი წლების ბოლოს აშშ-ში ჩამოყალიბებული ელექტრონული მუსიკის ქვეჟანრია, რომელიც ოკულტიზმზეა ორიენტირებული და საშინელებათა ფილმების საუნდტრეკებიდან აღებული სემპლებით გამოირჩევა.
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
არასწორია!
გარაჟ ჰაუსი 1980-იანი წლების აშშ-ში ჩამოყალიბებული საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ჟანრია, რომელსაც სოულისა და გოსპელისთვის დამახასიათებელი ვოკალური პარტიები გამოარჩევს.
ბლექ ჯაზი
კეიპ ჯაზი
სმუთ ჯაზი
ეთნო ჯაზი
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
არასწორია!
კეიპ ჯაზი 1950-იანი წლების ბოლოს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ კეიპტაუნში ჩამოყალიბებული ჯაზური მუსიკის ქვეჟანრია, რომელიც ადგილობრივი ბლუზისა და ფოლკის საწყისებს ეფუძნება.
არასწორია!
სმუთ ჯაზი 1970-იან წლების აშშ-ში ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომელსაც ტრადიციული ჯაზის ინსტრუმენტული ვირტუოზობისა და იმპროვიზაციის მსუბუქ რიტმ-ენდ-ბლუზთან და პოპ მუსიკასთან სინთეზი ახასიათებს.
არასწორია!
ეთნო ჯაზი 1950-იანი წლების აშშ-ში ტრადიციული ჯაზისა და მსოფლიო ხალხების მუსიკის ელემენტების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული ჟანრია.
დაბ ტექნო
ბუმ ტექნო
ეისიდ ტექნო
ემბიენთ ტექნო
არასწორია!
დაბ ტექნო 1990-იანი წლების გერმანიაში ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომელიც მინიმალ ტექნოს ბიტს, ემბიენთის ატმოსფერულ ჟღერადობასა და დაბ მუსიკისთვის დამახასათებელ ეფექტებს აერთიანებს.
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
არასწორია!
ეისიდ ტექნო 1990-იანი წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომლისთვისაც სინთეზატორით Roland TB-303 შექმნილი ჟღერადობაა დამახასიათებელი.
არასწორია!
ემბიენთ ტექნო 1990-იანი წლების ევროპაში ჩამოყალიბებული ჟანრია, რომელშიც ემბიენთ მუსიკის ატმოსფერული ტექსტურები და ტექნოს მელოდიურ-რიტმული ელემენტებია შერწყმული.
გეტო ტრანსი
დრიმ ტრანსი
ფსაი ტრანსი
ჰარდ ტრანსი
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
არასწორია!
დრიმ ტრანსი 1990-წლების იტალიაში ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომელსაც საცეკვაო ელექტრონული ბიტის სტრუქტურაზე მორგებული მსუბუქი მელოდიები გამოარჩევს.
არასწორია!
ფსაი ტრანსი 1990-იან წლების ინდოეთში ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომელიც რიტმული არანჟირება და მაღალი ტემპის რიფებით შექმნილი მრავალშრიანი მელოდიები გამოარჩევს.
არასწორია!
ჰარდ ტრანსი 1990-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომელიც სწრაფი რიტმი და მძიმე ჟღერადობა გამოარჩევს.
ოი! პანკი
ჰორორ პანკი
სკეიტ პანკი
კრიპტო პანკი
არასწორია!
ოი! პანკი 1970-იანი წლების ბოლოს დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომლის მიზანიც პანკ როკის ჭეშმარიტ ფესვებთან დაბრუნება იყო.
არასწორია!
ჰორორ პანკი 1970-იანი წლების ბოლოს აშშ-ში ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომელსაც სამეცნიერო-ფანტასტიკური და საშინელებათა ფილმებით ინსპირირებული ტექსტები და იმიჯი გამოარჩევს.
არასწორია!
სკეიტ პანკი 1980-იანი წლების აშშ-ში ჰარდკორის გავლენით ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომელსაც სკა და რეგეი მუსიკის ელემენტების გამოყენება და ოპტიმისტური ტექსტები გამოარჩევს.
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
ნიუ ვეივი
ნოუ ვეივი
სოფთ ვეივი
დარქ ვეივი
არასწორია!
ნიუ ვეივი 1970-იანი წლების დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩამოყალიბებული მუსიკის ჟანრია, რომელიც პოპის, როკისა და პანკის ელემენტებს აერთიანებს.
არასწორია!
ნოუ ვეივი 1970-იანი წლების აშშ-ში ჩამოყალიბებული ექსპერიმენტული მუსიკის ჟანრია, რომელსაც მკვეთრი, ატონალური ჟღერადობა, ენერგიული რიტმები და გამომწვევი, ნიჰილისტური ტექსტები გამოარჩევს.
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
არასწორია!
დარქ ვეივი 1970-იანი წლების ბოლოს ევროპაში ნიუ ვეივისა და პოსტ პანკის საწყისებზე ჩამოყალიბებული მუსიკის ჟანრია, რომელსაც პირქუში ჟღერადობა და მელანქოლიური ტექსტები გამოარჩევს.
დეს მეტალი
ბრიზ მეტალი
თრეშ მეტალი
კავაი მეტალი
არასწორია!
დეს მეტალი 1980-იანი წლების აშშ-ში ჩამოყალიბებული ექსტრემალური ქვეჟანრია, რომელსაც მძიმე, აგრესიული ჟღერადობა, სწრაფი რიტმები და სპეციფიკური ვოკალი გამოარჩევს.
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
არასწორია!
თრეშ მეტალი 1980-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში ჩამოყალიბებული ქვეჟანრია, რომელსაც აგრესიული ჟღერადობა, შესრულების სწრაფი ტემპი და დაბალ რეგისტრში გადაწყვეტილი გიტარის რიფები გამოარჩევს.
არასწორია!
კავაი მეტალი 2010-იანი წლების იაპონიაში ჩამოყალიბებული მუსიკის ჟანრია, რომელიც ჰევი მეტალისა და ჯეი პოპის ელემენტებს აერთიანებს.
სინთპოპი
ბრიტპოპი
თინ პოპი
ჩილი პოპი
არასწორია!
სინთპოპი 1970-იანი წლების ბოლოს დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში ჩამოყალიბებული ელექტრონული მუსიკის ჟანრია, რომელსაც სინთეზატორების აქცენტირებული ჟღერადობა გამოარჩევს.
არასწორია!
ბრიტპოპი ალტერნატიული როკის ქვეჟანრია, რომელიც 1990-იან წლების დასაწყისში დიდ ბრიტანეთში წარმოიშვა.
არასწორია!
თინპოპი პოპულარული მუსიკის ქვეჟანრია, რომელიც თანამედროვე სახით 1980-იან წლების დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩამოყალიბდა და ძირითადად მოზარდებზეა ორიენტირებული.
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
გრეივკორი
გრაინდკორი
ტერორკორი
მეტალკორი
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
არასწორია!
გრაინდკორი 1980-იანი წლების დიდ ბრიტანეთში ჰევი მეტალისა და ჰარდკორ პანკის ელემენტების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული მუსიკის ჟანრია.
არასწორია!
ტერორკორი 1990-იან წლების ევროპაში ჩამოყალიბებული ელექტრონული მუსიკის ქვეჟანრია, რომელსაც ძალზე მაღალი ტემპი და აგრესიული, ხშირ შემთხვევებში, საშინელებათა ფილმებიდან აღებული სემპლები გამოარჩევს.
არასწორია!
მეტალკორი 1990-იანი წლების აშშ-ში ექსტრემალური მეტალისა და ჰარდკორ პანკის ელემენტების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებული მუსიკის ჟანრია.
ნეოფოლკი
ფრიფოლკი
ტურბო ფოლკი
ინდი ფოლკი
არასწორია!
ნეოფოლკი 1980-იანი წლების დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებული ექსპერიმენტული მუსიკის ჟანრია, რომელიც ფოლკის, პოსტ პანკისა და ინდასტრიალის ელემენტებს აერთიანებს.
სწორია!
მუსიკის ასეთი ჟანრი არ არსებობს.
არასწორია!
ტურბო ფოლკი 1980-იანი წლების იუგოსლავიაში ჩამოყალიბებული ჟანრია, რომელშიც ადგილობრივი ხალხური მელოდიები ელექტრონულ მუსიკასთან, პოპთან, როკთან და ჰიპ ჰოპთანაა შერწყმული.
არასწორია!
ინდი ფოლკი 1990-იანი წლების ბოლოს აშშ-ში ჩამოყალიბებული მუსიკის ჟანრია, რომელშიც ინდი როკის დასამახსოვრებელი მელოდიები თანამედროვე ფოლკის აკუსტიკურ ჟღერადობასთანაა შერწყმული.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში ოდნავ მეტი ყურადღება გამოიჩინე და დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტ კითხვაზე გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

კარგი შედეგია!

ყოჩაღ, როგორც ჩანს, მუსიკის ჟანრებშიც კარგად ერკვევი და ინტუიციაც მშვენიერი გაქვს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე.

შესანიშნავი შედეგია!

popmusic-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული