Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი ახალი სინგლის გარეკანისთვის გაშიშვლდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა თავისი მომავალი, ჯერჯერობით უსახელო ალბომის სინგლის In the Morning გარეკანისთვის გადაღებული ფოტო გაავრცელა, რომელზეც შიშველია აღბეჭდილი. როგორც 51 წლის არტისტი ინსტაგრამზე წერს, სიმღერა პარასკევს, 27 ნოემბერს გავრცელდება.

ჯენიფერ ლოპესს ბიონსეს მიბაძვაში ადანაშაულებენ

ჯენიფერ ლოპესი: ხალხი ჩემზე ამბობდა, არც მუსიკოსია კარგი და არც მსახიობიო

ვარსკვლავები, რომლებმაც ჯენიფერ ლოპესის საკულტო, Versace-ს კაბის შთაგონებით ჩაიცვეს

"სიურპრიზი! წარმოგიდნეთ ჩემი სიმღერის In the Morning ოფიციალურ გარეკანს", - წერს ჯეილო.

მანამდე კი მომღერალმა ტრეკის თიზერი გაავრცელა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული