Thumbnail

ფრანგული ნიუ ვეივ ჯგუფი Indochine და სინთპოპ არტისტი Christine and the Queens ახალ კომპოზიციას 3SEX და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი კოლექტივის მიერ 1985 წელს გამოცემულ ალბომში "3" შესული ტრეკის 3e sexe განახლებული ვერსიაა.

ნახეთ: Christine and the Queens-მა კორდენის შოუში People, I’ve Been Sad შეასრულა

Indochine პარიზში 1981 წელს შეიქმნა. მომდევნო წელს მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი L'Aventurier გაავრცელეს. კოლექტივს დღემდე 13 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. ამასთან, ჯგუფს კარიერის განმავლობაში 13 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული და ამ შედეგით ყველაზე გაყიდვად ფრანგულ ბენდად ითვლება. არტისტების შემოქმედება ნიუ ვეივსა და პოპ როკს აერთიანებს.

Christine And The Queens ფრანგი არტისტის, ელოიზა ლეტისიეს პროექტია. მუსიკალური საქმიანობის გარდა, მომღერალი მხატვრობითა და ფოტოგრაფიითაც არის დაკავებული. მისი ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Christine და Saint Claude.

კომენტარები

ბოლოს დამატებული