Thumbnail

ნახეთ: Ty Dolla Sign და Post Malone ვიდეორგოლს Spicy აქვეყნებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი, ტაირონ უილიამსი, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, განაგრძობს ახალგავრცელებული ალბომის Featuring Ty Dolla Sign პრომოუშენს და მსმენელს სინგლზე Spicy გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერში თაი დოლას ცნობილი კოლეგა, ფოსთ მელოუნი მონაწილეობს, რომელმაც დასავლელ მუსიკოსთან წარსულში არაერთ წარმატებულ ტრეკზე ითანამშრომლა. ვესტერნის სტილში გადაწყვეტილ კლიპს ლეგენდარული სნუპ დოგის თხრობა გასდევს.

მოუსმინეთ: Ty Dolla Sign ალბომს Featuring Ty Dolla Sign აქვეყნებს

ნახეთ: Ty Dolla Sign გადაცემაში Tiny Desk Concert

თაი დოლა საინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC გაყიდვაში 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. ორი წლის შემდეგ კი კალიფორნიელმა არტისტმა მსმენელს მორიგი სტუდიური ნამუშევარი Beach House 3 შესთავაზა, რომელმაც პირველის მსგავსად ოქროს სტატუსის წოდება დაიმსახურა. 2020 წელს კი თაი დოლას დღეისთვის ბოლო ალბომი Featuring Ty Dolla Sign გამოიცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული