Thumbnail

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებას ცნობილი ადამიანები, მათ შორის მუსიკოსები გამოეხმაურნენ. სოციალურ ქსელებში პოსტები გაავრცელეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: ბრაიან მეი, ლიამ გალაჰერი, მორისი, Massive Attack და სხვები. მარადონა 60 წლის ასაკში ბუენოს აირესში, საკუთარ სახლში გულის შეტევამ იმსხვერპლა.

"გენიოსი. ყველა დროის საუკეთესო? ეს არ ვიცი, თუმცა, არაჩვეულებრივი ტალანტი იყო. მას 1981 წელს ბუენოს აირესში გამართული კონცერტზე შევხვდით. სცენაზე ჩვენთან ერთად ამოვიდა და ამის გამო ძალიან გახარებული იყო. ფოტოში რომ მაისური აცვია, ჩემია. მშვიდად განისვენე, დიეგო მარადონა. სიკვდილისთვის მეტისმეტად ახალგაზრდა იყო. ვწუხვარ", - წერს ბრაიან მეი ინსტაგრამის გვერდზე.

"მშვიდად განისვენე, დიეგო", - აღნიშნავს ტვიტერზე ბრიტანული ჯგუფი Massive Attack.

"მარადონა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ვერავინ მივა მასთან ახლოს. მე მას ორჯერ შევხვდი. მშვიდად განისვენე", - წერს ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი, ლიამ გალაჰერი ფეისბუქის გვერდზე და მისი, მარადონასა და თავისი ძმის, ნოელის ერთობლივ სურათს აქვეყნებს.

Maradona GOAT rip. Proper RNR footballer no fucker will ever come near him LG x Met maradonna not once but 2x and he was the real fucking deal scary but beautiful hash tag blessed

Posted by Liam Gallagher on Wednesday, November 25, 2020

"მარადონა გარდაიცვალა", - გავრცელებულ ფოტოსთან ერთად წერს საკუთარ ვებგვერდზე სტივენ პატრიკ მორისი.

მარადონას ნახატთან ერთად გადაღებულ კადრს აქვეყნებს ინსტაგრამის გვერდზე ბრიტანელი მუსიკოსი, პიტ დოერთი.

სპორტსმენის გარდაცვალების გამო წყენა გამოხატა ცნობილმა ამერიკულმა ალტერნატიულმა როკ ჯგუფმა Garbage.

"დიეგო მარადონა საუკეთესოა", - წერს შოტლანდიური როკ ჯგუფი Primal Scream ინსტაგრამზე.

"ჯადოქარი", - აღნიშნავს ტვიტერის გვერდზე ბრიტანული ჯგუფი Glass Animals და ფეხბურთელის ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს.

"მარადონა ერთ-ერთი საუკეთესოა. მშვიდად განისვენე", - წერს ტვიტერზე ბრიტანელი რეპერი AJ Tracey.

"ნახვამდის, მარადონა", - აღნიშნა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ტომ ბერჯესმა.

ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს ტვიტერზე ბრიტანული არტ როკ ჯგუფი Django Django.

კომენტარები

ბოლოს დამატებული