Thumbnail

ნახეთ: Perfume Genius კომპოზიციაზე Some Dream შექმნილ კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა Perfume Genius კომპოზიციაზე Some Dream შექმნილი ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის მიერ მიმდინარე წლის მაისში გამოცემულ ალბომში Set My Heart On Fire Immediately შედის. ვიზუალური ნამუშევრის ავტორები კი ჩარლზ გრანტი და ჰანთერ რეი ბარკერი არიან.

ნახეთ: Perfume Genius-მა ჯიმი კიმელის შოუში Jason და Nothing at All შეასრულა

Perfume Genius სიეტლელი შემსრულებლის, მაიკ ადრეასის სოლო პროექტია. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Learning გამოსცა. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია Queen და Hood.

კომენტარები

ბოლოს დამატებული