Thumbnail

ჯენიფერ ლოპესს ბიონსეს მიბაძვაში ადანაშაულებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯენიფერ ლოპესმა და კოლუმბიელმა არტისტმა, მალუმამ American Music Awards-ის ცერემონიაზე ერთობლივი კომპოზიციები Pa Ti და Lonely შეასრულეს. პერფორმანსმა მაყურებლების ნაწილს პოპვარსკვლავ ბიონსესა და მისი ქმრის, რეპერ ჯეიზის გამოსვლა გაახსენა 2014 წლის გრემის ცერემონიიდან. როგორც ტვიტერის მომხმარებლები აღნიშნავენ, ჯეილო მაყურებლის წინაშე არა მარტო მსგავსი კოსტიუმითა და ვარცხნილობით გამოჩნდა, არამედ ქორეოგრაფია და სცენის დიზაინიც თითქმის ანალოგიური იყო.

ჯენიფერ ლოპესი: ხალხი ჩემზე ამბობდა, არც მუსიკოსია კარგი და არც მსახიობიო

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა ჰელოუინზე მადონა განასახიერა

ვარსკვლავები, რომლებმაც ჯენიფერ ლოპესის საკულტო, Versace-ს კაბის შთაგონებით ჩაიცვეს

"ჯენიფერ ლოპესმა მთლიანი ვიზუალი ბიონსესგან გადმოაკოპირა".

"მხოლოდ თმა კი არა სველი ეფექტით, ჩაცმულობა, სასცენო გაფორმება და ქორეოგრაფიაც ბიონსეს 2014 წლის გრემის პერფორმანსს ჰგავს".

"ჯეილომ მართლაც მთლიანად მოიპარა ბიონსეს Drunk in Love-ის პერფორმანსი. ჩაცმულობიდან დაწყებული ყველაფერში მიბაძა".

"ბიონსემ უკვე წარმოგვიდგინა ეს პერფორმანსი, თანაც უკეთ გამოუვიდა".

"რაში გვჭირდება ჯეილო, თუ ბიონსე გვყავს?", - წერენ ტვიტერზე.

51 წლის არტისტი დაჯილდოების მეორე დღეს ინსტაგრამზე ლაივში ჩაერთო და თაყვანისმცემლების კომპლიმენტებიც მიიღო პერფორმანსთან დაკავშირებით, ხოლო ტვიტერზე გამოთქმულ კრიტიკაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული