ცნობილმა ამერიკულმა ჯგუფმა The Smashing Pumpkins ორი ახალი კომპოზიცია Purple Blood და Dulcet In E გაავრცელა. ნამუშევრები კოლექტივის მომავალ, ორმაგ ალბომში Cyr იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 27 ნოემბერს ჩაეშვება.
► ნახეთ: The Smashing Pumpkins-მა კომპოზიციაზე Wyttch კლიპი გადაიღო
► მოუსმინეთ: The Smashing Pumpkins - Anno Satana | Birch Grove
The Smashing Pumpkins ჩიკაგოში 1988 წელს ჩამოყალიბდა. დაარსებიდან დღემდე ჯგუფს 30 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: 1979, Bullet with Butterfly Wings და Tonight, Tonight.
კომენტარები