Thumbnail

ნახეთ: ლექსი, რომელიც ქანიე ვესთმა კიმ კარდაშიანს დაბადების დღეზე მიუძღვნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის წარმატებულ რიგით მე-5 სტუდიურ ალბომს My Beautiful Dark Twisted Fantasy ახლახან ათი წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით მისმა ცოლმა, ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამის გვერდზე პოსტი გაავრცელა და გაამხილა, რომ 10 წლის წინ, როდესაც 30 წლის გახდა, ქანიემ დაბადების დღეზე მისალოც ბარათზე ლექსი დაუწერა. მოგვიანებით კი რეპერმა ეს ტექსტი ხსენებულ ალბომში შესულ კომპოზიციაში Lost in the World გამოიყენა.

რა უთხრა კიმ კარდაშიანს ქანიე ვესთის ნაჩუქარმა, გარდაცვლილი მამის ჰოლოგრამამ

კიმ კარდაშიანი იხსენებს, როგორ უვლიდა კორონავირუსით ინფიცირებულ ქანიე ვესთს

"ქანიეს ალბომის My Beautiful Dark Twisted Fantasy ათი წლის იუბილეს ვულოცავ. მათ კი, ვინც არ იცით, მოგიყვებით ჩანაწერში შესულ კომპოზიციასთან Lost in the World დაკავშირებულ ისტორიას. ამ ტრეკის ტექსტის დასრულებას ვერ ახერხებდა. ამის შემდეგ გაახსენდა ლექსი, რომელიც მისალოც ბარათზე დამიწერა და ის ამ ნამუშევარში გამოიყენა. მე ყველაფერს ვინახავ და ამ ბარათსაც გაჩვენებთ", - წერს კიმი სოციალურ ქსელში.

კიმ კარდაშიანისადმი მიძღვნილი ლექსი ასეთი გახლდათ:

"შენ ხარ ჩემი ეშმაკი და ანგელოზი,
შენ ხარ ჩემი სამოთხეც და ჯოჯოხეთიც,
შენ ხარ ჩემი აწმყოც და მარადისობაც,
შენ ხარ ჩემი თავისუფლებაც და ციხეც,
შენ ხარ ჩემი ტყუილიც და სიმართლეც,
შენ ხარ ჩემი ომიც და დადებული ზავიც,
შენ ხარ ჩემი კითხვებიც და მტკიცებულებაც,
შენ ხარ ჩემი სტრესი და განტვირთვაც", - წერს ქანიე.

კიმი და ქანიე 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილს ოთხი შვილი: ნორთი, სენთი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული