პოპულარულმა ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლილ უზი ვერტმა მის კალიფორნიელ კოლეგას, ლილ ზენს თანამშრომლობაზე უარი უთხრა. უზიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ამ ეტაპზე მოღვაწეობის გაგრძელებას ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ქვემიმდინარეობის, მამბლის მიმართულებით აპირებს. პოსტის კომენტარებში კი ლილ ზენმა მასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
► Future და Lil Uzi Vert ალბომის Pluto x Baby Pluto დელუქს ვერსიას აქვეყნებენ
► ნახეთ: Lil Xan-ს იარაღით მუქარის გამო სასამართლოში უჩივლეს
"ლილ უზი ვერტი: ამ ეტაპზე კვლავ მამბლერობას ვაპირებ.
ლილ ზენი: მოდი, ერთად ვიმამბლეროთ.
ლილ უზი ვერტი: არა, მე მარტო ვმამბლერობ".
უარის მიღების შემდეგ ლილ ზენს ლილ უზი ვერტისთვის აღარ უპასუხია. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელისთვის 2020-მა წელმა ნაყოფიერად ჩაიარა. მან გაყიდვაში რიგით მეორე სტუდიური ალბომი Eternal Atake და მისი დელუქს ვერსია Lil Uzi Vert vs. the World 2 ჩაუშვა, აგრეთვე, გამოსცა რეპერ Future-სთან ერთად ჩაწერილი კოლაბორაციული მიქსტეიპი Pluto x Baby Pluto.
კომენტარები