Thumbnail

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ტრეკში ემინემი მარკ ცუკერბერგს დისავს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ცნობილი დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტის, მარშალ მეზერსის, იგივე Eminem-ის კომპოზიცია შეიქმნა, რომელშიც ის პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის დამაარსებელს, მარკ ცუკერბერგს დისავს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ფრენკ სინატრას ბრიტნი სპირსის Toxic ამღერეს

ნახეთ: ემინემის სპორტული ავტომობილების კოლექცია

იუთუბ არხის Calamity AI წარმომადგენლებმა კომპანია OpenAI-ს ავტორობით შექმნილ ტექსტების გენერატორში GPT-3 შეიყვანეს სიტყვები "Mark Zuckerberg Diss in the Style of Eminem", რაც ქართულად ნიშნავს "მარკ ცუკერბერგის დისი ემინემის სტილში". ამის შემდეგ ნეირონულ ქსელში შეიქმნა ტექსტი, რომელიც მაქსიმალურადაა მიახლოებული ადამიანის სასაუბრო ენასთან. კომპოზიციას საბოლოო სახე იუთუბერმა 30 Hertz მისცა, რომელმაც ლირიკას ემინემის მსგავსი ვოკალი და ინსტრუმენტალი მოარგო.

"23 წლამდე ვაჟიშვილი იყავი, მაგრამ ახლა მილიარდერი და გამჭრიახი ხარ. გაიხადე ეგ შენი კომფორტული ჰუდი და გვაჩვენე, მის მიღმა რა იმალება. დავნაძლევდეთ, პატარა %&* გაქვს", - "მიმართავს" ემინემი ცუკერბერგს.

"You were a virgin till you were twenty-three, but now you’re a billionaire and you’re all so smart. Take your comfy hoodie off and show us what’s under it. Bet on your forehead, you’ve got a little dick".

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ტექსტში კვლავინდებურად შეხვდებით აბსურდული შინაარსის წინადადებებს, მაგალითად:

"როდესაც იღვიძებ, ემსგავსები ადამიანს, რომელმაც გამოიგონა სადღეგრძელო. კი, შენ კომპიუტერი ხარ".

"When you wake up, you’re like the man who invented toast. Yeah, you’re the computer".

კომენტარები

ბოლოს დამატებული