Thumbnail

ნახეთ: Roc Marciano კლიპში Downtown 81

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანმა ნიუ იორკელმა ემსიმ, როქ მარსიანომ კომპოზიციაზე 'Downtown 81' გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ნამუშევარი ანდერგრაუნდ შემსრულებლის ალბომის Mt. Marci ერთ-ერთი სინგლია. ტრეკის პროდიუსერი არაერთი წარმატებული ჩანაწერის ავტორი Jake One გახლავთ.

ნახეთ: DJ Muggs x Roc Marciano - Shit I'm On

როქ მარსიანომ მუსიკალური მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მალევე რეპერი ცნობილმა კოლეგამ, ბასთა რაიმსმა საკუთარ ლეიბლზე Flipmode Squad აიყვანა. თუმცა, ანდერგრაუნდ ემსიმ ფართო საზოგადოების ყურადღება გაერთიანებიდან წამოსვლის შემდეგ მოიპოვა. მუსიკოსის სადებიუტო ალბომმა Marcberg კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. დღეისთვის მარსის დისკოგრაფია ათზე მეტ სტუდიურ ნამუშევარს მოიცავს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია დიჯეი მაგსთან ერთად შექმნილი ჩანაწერი Kaos. უნიკალური ხელწერისა და გამორჩეული პროდაქშენის დამსახურებით ვეტერანი რეპერი არაერთი ახალგაზრდა კოლეგის შთაგონების წყაროდ იქცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული