Thumbnail

ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში 2020 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოება (AMA) ჩატარდა. ღონისძიებაზე პერფორმანსით არაერთი ცნობილი არტისტი წარდგა, მათ შორის: დუა ლიპა, BTS, ჯენიფერ ლოპესი, The Weeknd და სხვები.

ნახეთ: 2020 წლის American Music Awards-ის გამარჯვებულები

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს American Music Awards-ის ცერემონიაზე

Dua Lipa

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, დუა ლიპამ ცერემონიაზე თავის ბოლო ალბომში Future Nostalgia შესული კომპოზიცია Levitating შეასრულა.

BTS

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ღონისძიებაზე ორი სიმღერით Life Goes On და Dynamite წარდგა.

Jennifer Lopez X Maluma

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა და ცნობილმა კოლუმბიელმა არტისტმა, მალუმამ კოლაბორაციული ნამუშევრები Pa Ti და Lonely იმღერეს.

Justin Bieber X Shawn Mendes

კანადელმა ვარსკვლავებმა, ჯასტინ ბიბერმა და შონ მენდესმა თავიანთი ახალი ერთობლივი კომპოზიცია Monster შეასრულეს.

The Weeknd

პოპულარულმა კანადელმა მუსიკოსმა, The Weeknd-მა კი მის ბოლო ალბომში After Hours წარმოდგენილი კომპოზიციები In Your Eyes და Save Your Tears იმღერა. პირველი მათგანის შესრულებისას, მას აკომპანემენტს ამერიკელი საქსოფონისტი Kenny G უწევდა.

Billie Eilish

ბილი აილიშმა ძმასთან, ფინიასთან ერთად თავისი ახალი სიმღერა Therefore I Am ცოცხლად პირველად შეასრულა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული