Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, მიქეილა სტრაუსმა, ფსევდონიმით King Princess, ახალი კომპოზიცია Pain გაავრცელა. სინგლის თანაავტორები სტრაუსთან ერთად ნიკ ლონგი, პროექტით Dark Waves და 5 გრემის მფლობელი კანადელი პროდიუსერი, შონ ევერეტი არიან.

► ნახეთ: King Princess - Only Time Makes It Human

► ნახეთ: King Princess მუსიკალურ გადაცემაში Tiny Desk Concert

21 წლის არტისტმა სადებიუტო სინგლი "1950" 2018 წლის თებერვალში გამოუშვა. კომპოზიციამ მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა. მიქეილას თქმით, მისი სიმღერები ძირითადად ლესბოსურ სიყვარულსა და ამ თემის ირგვლივ არსებულ სტიგმებს ეხება. მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Cheap Queen 2019 წლის ოქტომბერში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული