ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში 2020 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოება (AMA) ჩატარდა. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ცერემონიას მცირე აუდიტორია დაესწრო, რომელსაც შენობაში შესვლამდე დაავადებაზე ტესტირება ჩაუტარდა. შესაბამისად წითელ ხალიჩაზე კამერების წინ პოზირება მხოლოდ რამდენიმე შემსრულებელმა შეძლო. ღონისძიების მონაწილე ზოგიერთი მუსიკოსი კი მხოლოდ სცენაზე გამოსვლით შემოიფარგლა.
► ნახეთ: 2020 წლის American Music Awards-ის გამარჯვებულები
► ნახეთ: ბილი აილიშმა Therefore I Am ცოცხლად პირველად შეასრულა
გთავაზობთ American Music Awards-ის ცერემონიაზე მისული მუსიკოსების ფოტოებს.
კომენტარები