Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშმა Therefore I Am ცოცხლად პირველად შეასრულა

ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში 2020 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოება (AMA) ჩატარდა. ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა პოპულარული 18 წლის არტისტი, ბილი აილიში, რომელმაც მაყურებლისთვის თავისი ახალი კომპოზიცია Therefore I Am ძმასთან, ფინიასთან ერთად ცოცხლად პირველად შეასრულა.

ნახეთ: 2020 წლის American Music Awards-ის გამარჯვებულები

ნახეთ: ჯიმი ფელონმა ბილი აილიშის პაროდია გააკეთა

კომპოზიცია Therefore I Am და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი ბილი აილიშმა 12 ნოემბერს გამოუშვა.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული