Thumbnail

ნახეთ: Megan Thee Stallion-მა კომპოზიციაზე Body კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიუსტონელმა რეპერმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, კომპოზიციაზე Body გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მის სადებიუტო ალბომში Good News არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 20 ნოემბერს ჩაეშვა. ვიდეორგოლის ავტორი ამერიკელი რეჟისორი, კოლინ თილი გახლავთ.

► მოუსმინეთ: Megan Thee Stallion სადებიუტო ალბომს Good News ავრცელებს

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული