Thumbnail

ავსტრალიელი მუსიკოსი Sia ტექსტურ ვიდეორგოლთან ერთად ახალ კომპოზიციას Hey Boy ავრცელებს. სინგლი მისი პირველი მიუზიკლის Music ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. სიას სადებიუტო ფილმის პრემიერა 2021 წლის 12 თებერვალს შედგება. კინოსურათში არტისტის გრძელვადიანი პარტნიორი, მედი ზიგლერი და ცნობილი მსახიობები, ქეით ჰადსონი და ლესლი ოდომ უმცროსი მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: Sia - Courage To Change

სიამ კარიერა ეისიდ ჯაზ ბენდ Crisp-ში მოღვაწეობით დაიწყო. ის ასევე ბრიტანული დუეტის, Zero 7-ის წევრი იყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება 2014 წელს გამოშვებულმა სინგლმა Chandelier მოუტანა, რომლის ვიდეოკლიპმაც იუთუბზე 2.2 მილიარდზე მეტი ნახვა მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ამერიკელ პროდიუსერ Diplo-სა და ინგლისელ არტისტ Labrinth-თან ერთად სუპერჯგუფში LSD ერთიანდება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული