Thumbnail

ნახეთ: სახლი, რომელშიც ემინემი 14 წელი ცხოვრობდა, იყიდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მიჩიგანის შტატში, ოკლენდის რაიონში მდებარე სახლი, რომელშიც 2003-17 წლებში ცნობილი დეტროიტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მარშალ მეზერსი, იგივე Eminem ცხოვრობდა, 3,75 მილიონ დოლარად იყიდება. აღსანიშნავია, რომ რეპერმა $4,8 მილიონად შეძენილი სახლის გაყიდვა სამი წლის წინ მხოლოდ $1,9 მილიონად შეძლო.

ნახეთ: ემინემის სპორტული ავტომობილების კოლექცია

24 281 კვ.მ. მიწაზე აშენებულ 2 183 კვ.მ. ფართობის მქონე სახლში 6 საძინებელი, 7 სველი წერტილი, სამზარეულო, კაბინეტი, სავარჯიშო, მუსიკალური და გასართობი სივრცეებია მოწყობილი. გამწვანებულ ეზოში კი ხელოვნური ტბა, ღია საცურაო აუზი და ჯაკუზი, ასევე, ჩოგბურთის კორტი გვხვდება.

ემინემმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული