Thumbnail

ახალგაზრდა გრაიმ შემსრულებელმა, ტაირონ ფრემპტონმა, ფსევდონიმით slowthai, მსმენელს ახალი კომპოზიცია NHS და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ტრეკი ბრიტანელი მუსიკოსის მომავალი ალბომის TYRON ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: slowthai - Feel Away Ft. James Blake, Mount Kimbie

მოუსმინეთ: slowthai - MAGIC

slowthai-მ ალბომის გარეკანი და ტრეკლისტი ტვიტერზე გამოაქვეყნა.

ტაირონ ფრემპტონმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა პირველი EP სახელწოდებით I WISH I KNEW გაავრცელა. თუმცა, ბრიტანელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2019 წელს გამოქვეყნებული სადებიუტო ალბომით Nothing Great About Britain გაიცნო, რომელმაც კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა. მისი შემოქმედება გრაიმის, თრეფის, საუნდქლაუდ რეპისა და პანკ როკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული