Thumbnail

მოუსმინეთ: დაბეიბიმ გარდაცვლილ ძმას 7-ტრეკიანი სტუდიური ნამუშევარი მიუძღვნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჩრდილოკარლინელმა რეპერმა, ჯონათან კირკმა, ფსევდონიმით DaBaby, ახალი EP სახელწოდებით My Brother’s Keeper (Long Live G) გამოაქვეყნა, რომელიც 7 კომპოზიციას მოიცავს. ახალგაზრდა მუსიკოსმა ნამუშევარი გარდაცვლილ ძმას მიუძღვნა, რომელმაც სიცოცხლე ახლახან თვითმკვლელობით დაასრულა. დაბეიბისთან ერთად სტუდიურ ჩანაწერში No Cap და POLO G მონაწილეობენ.

ნახეთ: DaBaby თავისი ძმის თვითმკვლელობას ეხმაურება

დაბეიბიმ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. იმავე წელს გაყიდვაში არტისტის მეორე სტუდიური ნამუშევარი Kirk ჩაეშვა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. რამდენიმე თვეში გრემის ნომინანტმა არტისტმა თაყვანისმცემლებს რიგით მესამე ალბომი BLAME IT ON BABY შესთავაზა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული