Thumbnail

ნახეთ: Danny Brown კლიპს Savage Nomad აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გამორჩეული ხელწერის მქონე რეპერმა, დენიელ სიუელმა, ფსევდონიმით Danny Brown, მსმენელს კომპოზიციაზე Savage Nomad გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ჩანაწერი დეტროიტელი ემსის 2019 წლის ალბომის ერთ-ერთი სინგლია. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სტუდიური ნამუშევარი uknowhatimsayin¿ არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ წლის საუკეთესო რეპ ალბომებს შორის დაასახელა.

მოუსმინეთ: Danny Brown ალბომს uknowhatimsayin¿ ავრცელებს

ნახეთ: Danny Brown და Run The Jewels კლიპს 3 Tearz ავრცელებენ

დენიელმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე ოფიციალური მიქსტეიპისა და EP-ის შემდეგ, 2010 წელს რეპერმა სადებიუტო ალბომი The Hybrid გამოუშვა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერით XXX გახდა, რომელიც არაერთმა ცნობილმა გამოცემამ წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის დაასახელა. სამი წლის წინ შემსრულებელმა გაყიდვაში ალბომი Atrocity Exhibition ჩაუშვა. მასზე მუშაობისას, დენი ბრაუნმა ცნობილ მუსიკოსებთან: Kendrick Lamar, Ab-Soul, Earl Sweatshirt და B-Real ითანამშრომლა. 2019 წელს დეტროიტელმა ემსიმ დღეისთვის ბოლო ალბომი uknowhatimsayin¿ გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული