Thumbnail

მერაია ქერი კიდევ ერთ საშობაო ალბომს გამოუშვებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მერაია ქერიმ კიდევ ერთი საშობაო ალბომი დააანონსა. არტისტი თაყვანისმცემლებს 4 დეკემბერს აგრეთვე მუსიკალურ გადაცემას Mariah Carey’s Magical Christmas Special შესთავაზებს, რომელიც კომპანია Apple Inc.-ის ონლაინ ტელევიზიის AppleTV+ ეთერში გავა. როგორც გამოცემა Variety წერს, მასში მერაიასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან: არიანა გრანდე, ჯენიფერ ჰადსონი, Snoop Dogg და სხვები.

ნახეთ: მერაია ქერიმ აქამდე გამოუქვეყნებელი კლიპი Underneath The Stars გაავრცელა

Variety-სვე ცნობით, მერაია ქერი 2010 წელს გავრცელებულ რიგით მეორე საშობაო ალბომში Merry Christmas II You შესული კომპოზიციის Oh Santa! განახლებულ ვერსიას და მასზე გადაღებულ კლიპს გამოუშვებს არიანა გრანდესა და ჯენიფერ ჰადსონთან ერთად. ალბომში ასევე თავმოყრილი იქნება სიმღერის Sleigh Ride ალტერნატიული ვერსია და ამერიკელ რეპერებთან, სნუპ დოგთან და ჯერმეინ დუპრისთან ერთად ჩაწერილი ტრეკები.

7 დეკემბერს კი მუსიკოსი პლატფორმა Apple Music-ის სტუმარი იქნება, სადაც თავის საახალწლო ჰიტს All I Want for Christmas Is You შეასრულებს.

მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული