Thumbnail

მოუსმინეთ: Young Jeezy ალბომს 'The Recession 2' ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეი ჯენკინსი, ფსევდონიმით Young Jeezy, რომელმაც 2019 წელს მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მსმენელს ახალ ალბომს 'The Recession 2' სთავაზობს. ნამუშევარი 15 კომპოზიციას აერთიანებს. სამხრეთელმა რეპერმა რიგით მე-12 სტუდიურ ჩანაწერზე ითანამშრომლა კოლეგებთან: Yo Gotti, E-40, Demi Lovato, Lil Duval, Ne-Yo, Rick Ross და სხვა.

Young Jeezy-მ 5 რჩეული რეპერი დაასახელა

ნახეთ: Young Jeezy ვიდეორგოლს Don't Make Me ავრცელებს

მოუსმინეთ: Young Jeezy შვიდტრეკიან ჩანაწერს Twenty/20 Pyrex Vision ავრცელებს

იანგ ჯიზი კრიმინალური წარსულის მქონე ატლანტელი რეპერია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის ერთ-ერთი იმ არტისტთაგანია, რომელმაც ჰიპ ჰოპის მიმდინარეობა, თრეფი ჟანრის მეინსტრიმში დააბრუნა. ჯეი ჯენკინსი ფართო საზოგადოებამ 2005 წლის სადებიუტო ალბომით Let's Get It: Thug Motivation 101 გაიცნო. ნამუშევარი 2000-იანი წლების სამხრეთული რეპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. დღეს მისი კარიერა 12 ალბომს, ოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კომერციულად წარმატებულ სინგლს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული