Thumbnail

ნახეთ: ლანა დელ რეიმ ჯორჯ გერშვინის კომპოზიციის Summertime ქავერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ლანა დელ რეიმ ლეგენდარული კომპოზიტორისა და პიანისტის, ჯორჯ გერშვინის კომპოზიციის Summertime ქავერ ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ლანამ ამავე კომპოზიციის სემპლი ასევე 2019 წელს გამოცემულ ალბომში Norman Fucking Rockwell შესულ სინგლში Doin' Time გამოიყენა.

ლანა დელ რეი პირბადესთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს

ნახეთ: ლანა დელ რეიმ კომპოზიციის You’ll Never Walk Alone ქავერი შეასრულა

ჯორჯ გერშვინმა კომპოზიცია Summertime 1934 წელს, ოპერისთვის Porgy and Bess დაწერა. ჯაზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარი წლების განმავლობაში არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა დააქავერა.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული