Thumbnail

ნახეთ: BTS ახალ ალბომს BE და კლიპს Life Goes On ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS ახალ ალბომს BE და მასში შესულ კომპოზიციაზე Life Goes On გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპის რეჟისორი კოლექტივის წევრი ჯონგუქია, სიმღერა კი არემმა, შუგამ და ჯეი-ჰოუპმა შექმნეს.

ნახეთ: BTS-ის წევრები The Wall Street Journal-ის ფოტოსესიაში

მუსიკალურ ვიდეოში "ბითიესის" წევრები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის პერიოდში გატარებულ დღეებს აღწერენ, შემდეგ კი ცარიელ საკონცერტო დარბაზში მღერიან.

ალბომი BE რვა ნამუშევარს აერთიანებს, მათ შორისაა Skit, რომელშიც ბიჭების რეაქციებია ნაჩვენები მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ალბომში შესული სინგლი Dynamite ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული