Thumbnail

მოუსმინეთ: Meek Mill 4-ტრეკიან ჩანაწერს Quarantine Pack ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი ფილადელფიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რობერტ უილიამსი, ფსევდონიმით Meek Mill, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა ახალი EP სახელწოდებით Quarantine Pack გამოაქვეყნა, რომელიც 4 კომპოზიციას აერთიანებს. სტუდიური ნამუშევრის ფარგლებში მიქ მილმა ითანამშრომლა კოლეგებთან: Lil Durk, 42 Dugg და Vory.

Meek Mill: პოპულარობა ურთიერთობებს ცვლის, ოჯახის წევრი ჩემთან კამათს ფარულად იწერდა

Meek Mill-მა 5 რჩეული თანამედროვე რეპერი დაასახელა

მიქ მილმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გავრცელდა. ჩანაწერი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. 2017 წელს არტისტმა მორიგი ნამუშევარი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც Issues გახლავთ. 2018 წლის მიწურულს კი მილმა დღეისთვის ბოლო ალბომი Championships გამოაქვეყნა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. სოლო შემოქმედების პარალელურად, რობერტი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Maybach Music Group წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული