Thumbnail

ნახეთ: Aphex Twin-ის სინთეზატორი eBay-ზე იყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის, რიჩარდ ჯეიმსის, სასცენო სახელით Aphex Twin, სინთეზატორი Yamaha CS-5 პლატფორმა eBay-ზე იყიდება. ინსტრუმენტის ფასი მზარდია და მისი ღირებულება ამჟამად $15 400 გახლავთ. აუქციონი 20 ნოემბერს სრულდება.

ნახეთ: Aphex Twin და კომპანია Novation სინთეზატორს გამოუშვებენ

"ეს სინთეზატორი 2006 წელს ინგლისში, Vemia-ს აუქციონზე შევიძინე. ის მხოლოდ ერთხელ გავაქირავე Ghostly/Suction Records-ის არტისტზე სახელად Solvent, რომელმაც მასზე 2011 წელს რელიზი RDJCS5ep ჩაწერა. მას შემდეგ ის ჩემს სახლში ინახებოდა", - წერს აფექს თვინი.

თავად მუსიკოსმა ინსტრუმენტი რიგით მეორე სტუდიურ ალბომზე Selected Ambient Works Volume II მუშაობისას გამოიყენა. მის ზედაპირზე ჩანაწერთან დაკავშირებული შენიშვნები თავად არტისტის ხელითაა ამოკაწრული.

Aphex Twin თანამედროვე ელექტრონულ მუსიკაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არტისტად ითვლება. მან მოღვაწეობა ეისიდ ტექნოს ჟანრში დაიწყო. 1992 წელს კი სადებიუტო ალბომი Selected Ambient Works 85–92 გამოუშვა, რომელმაც მელომანთა და კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა.

1997 წელს გავრცელებულმა EP-მ Come to Daddy და 1999 წლის სინგლმა Windowlicker მუსიკოსი მსმენელთა ფართო მასებს გააცნო. 2001 წელს ჩაწერილი Drukqs-ის შემდეგ, არტისტს Aphex Twin-ის სახელით სტუდიური ალბომი არ გამოუცია. თუმცა, 2014 წელს ის თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრით Syro დაუბრუნდა, რომელმაც საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში გრემის ჯილდო მოიპოვა. 2018 წლის 14 სექტემბერს კი მუსიკოსმა EP სახელად Collapse გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული