Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი: ხალხი ჩემზე ამბობდა, არც მუსიკოსია კარგი და არც მსახიობიო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ პოპვარსკვლავს, ჯენიფერ ლოპესს გამოცემა Complex-ის ონლაინ გადაცემაში Complex News სტუმრობისას წამყვანმა, სპიდი მორმენმა კარიერის დასაწყისში მაშინდელი მენეჯერის ნათქვამი გაახსენა იმასთან დაკავშირებით, რომ, თუ სურდა, სერიოზულ მსახიობად აღექვათ, სიმღერები არ უნდა გაევრცელებინა. "სწორად მოიქეცი, რომ ამ ადამიანის რჩევა არ გაითვალისწინე?" - ჰკითხა მან ჯეილოს, რაზეც 51 წლის მუსიკოსმა უპასუხა:

ჯენიფერ ლოპესს ჰკითხეს, გაუსინჯავს თუ არა მარიხუანა

ჯენიფერ ლოპესი: წლების შემდეგ მივხვდი, რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული

"ყოველი დღის ბოლოს ვრწმუნდები, რომ შენზე უკეთ არავინ იცის, რა აჯობებს შენთვის. უბრალოდ, საკუთარ ინტუიციას და ინსტინქტებს უნდა მიჰყვე. ყოველთვის ვიცოდი, რომ მუსიკალური ალბომის ჩაწერა მსურდა. მანამ ჩემი მენეჯერი გახდებოდა, იქამდეც მიცდია ამის გაკეთება. მასთან მუშაობის პროცესში უფრო მეტად ჩემს სამსახიობო კარიერაზე ვიყავით კონცენტრირებული. მაშინ რამდენიმე ფილმში მივიღე მონაწილეობა და როცა საუბარი მუსიკის გამოშვებაზე ჩამოვაგდე, მითხრა - ამ შემთხვევაში ხალხი ნამდვილ მსახიობად აღარ აღგიქვამს, არადა, ამ მხრივ, ძალიან კარგ გზას ადგახარო.

იცით, რა? რაღაც მხრივ მართალი იყო. მოხარული ვარ, რომ აზრი ვერ შემაცვლევინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოპშემსრულებელი გავხდი, ხალხის აღქმა ჩემი, როგორც სერიოზული მსახიობის მიმართ, ცოტათი მართლაც შეიცვალა. საზოგადოება ამ დროს მართლაც ცდილობს შენს გარიყვას, ამბობენ, რომ არც ერთ საქმეში ხარ კარგი და არც მეორეში. მაგრამ, წლების შემდეგ, როცა ხედავ, რომ საზოგადოების აზრის მიუხედავად ისევ თამაშში ხარ, ისევ აკეთებ საყვარელ საქმეს, ათეულობით მილიონი ალბომის გაყიდვის შემდეგ ამ ყველაფერს უკვე მნიშვნელობას აღარ ანიჭებ".

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული