კოლუმბიური წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა Kali Uchis ახალი, ესპანურენოვანი ალბომი Sin Miedo (del Amor y Otros Demonios) გაავრცელა. ჩანაწერში სულ 13 კომპოზიცია შევიდა. მათ შორისაა კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Rico Nasty, PartyNextDoor და სხვები.
► ნახეთ: Kali Uchis კომპოზიციის La Luz ვიდეორგოლს ავრცელებს
► ნახეთ: Kali Uchis - Aquí Yo Mando Ft. Rico Nasty
კარლი-მარინა ლოაიზამ, სასცენო სახელით Kali Uchis, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა After The Storm და Tyrant მოუტანა. 2018 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Isolation გამოსცა, რომელმაც მსმენელისა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.
კომენტარები