Thumbnail

ნახეთ: 2 Chainz ვიდეორგოლს Toni ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

16 ნოემბერს გამოქვეყნებული ვიდეორგოლის Lambo Wrist შემდეგ, ცნობილი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, თოჰიდ ეფსი, ფსევდონიმით 2 Chainz, მსმენელს ტრეკზე Toni გადაღებულ კლიპს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ "თონი" რეპერის ერთ-ერთი მეტსახელია. ჩანაწერი ვეტერანი მუსიკოსის 2020 წლის ალბომში So Help Me God არის წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: 2 Chainz ალბომს So Help Me God აქვეყნებს

ნახეთ: 2 Chainz კლიპს Lambo Wrist ავრცელებს

ნახეთ: 2 Chainz ახალგავრცელებული ალბომის So Help Me God კომპოზიციებს ასრულებს

2 Chainz-ის მუსიკალური კარიერა 90-იან წლებში, ჰიპ ჰოპ გაერთიანებაში Playaz Circle მოღვაწეობით დაიწყო. თავდაპირველად მისი ფსევდონიმი Tity Boi გახლდათ. არტისტმა მოგვიანებით სასცენო სახელი შეიცვალა და 2012 წელს ლეიბლში G.O.O.D Music გაწევრიანდა. ამის შემდეგ მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Based On A T.R.U. Story გამოუშვა. ჩანაწერი კომერციულად წარმატებული გამოდგა. დღემდე მისი მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Birthday Song გახლავთ, რომელშიც ლეგენდარული ჩიკაგოელი შემსრულებელი ქანიე ვესთი მონაწილეობს. დღეისთვის რეპერის დისკოგრაფია 5 სოლო ალბომს, ლილ ვეინთან ერთად ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტს ColleGrove, 2 კომპილაციურ ნამუშევარსა და 10 მიქსტეიპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული