Thumbnail
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

ნიკა კოჩაროვმა Afternoon Version-ის სიმღერის River You Made Them რემიქსი ჩაწერა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკოსმა ნიკა კოჩაროვმა ქართული ჯგუფის Afternoon Version კომპოზიციის River you made them რემიქსი გამოუშვა. ნამუშევარი ბენდის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. კოჩაროვი 2014 წლიდან კოლექტივის ბასისტიც გახლავთ.

ნახეთ: ნიკა კოჩაროვმა გიორგი ცაგარელის ორკესტრთან ერთად სიმღერა Alpha შეასრულა

არქივი: Afternoon Version

River - Kocharov's endless remake

River - our old gem got another beautiful rework as it carries an endless stream of love and tranquillity. This time our dear friend and bassist Nika Z Kocharov created this beatiful version. The video is full of symbols and hints to remind us about eternal truths and cycles of life.

Posted by Afternoon Version on Sunday, November 15, 2020

 

კომპოზიციის თავდაპირველი ვერსია Afternoon Version-ის ამავე სახელწოდების EP-ში შევიდა, რომელიც მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოიცა.

ნიკა კოჩაროვმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 2000 წელს მუსიკოსმა ჯგუფი Young Georgian Lolitaz ჩამოაყალიბა, რომელთან ერთად ორი სტუდიური ნამუშევარი Lemonjuice და The Lava გამოუშვა. 2011 წელს კოჩაროვმა ახალი პროექტი Z for Zulu შექმნა და ალბომი Better Than Dog გაავრცელა. 2016 წელს კი Young Georgian Lolitaz-თან ერთად საქართველოს სახელით "ევროვიზია 2016"-ზე წარდგა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ და ინდი როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული