Thumbnail

მოუსმინეთ: კრის სტეპლტონმა ახალი ალბომი Starting Over გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა ქანთრი არტისტმა, კრის სტეპლტონმა ახალი, რიგით მეოთხე ალბომი Starting Over გაავრცელა. სტუდიურ ჩანაწერში სულ 14 კომპოზიციაა წარმოდგენილი. სამწლიანი პაუზის შემდეგ ეს მუსიკოსის პირველი ნამუშევარია.

ქანთრი შემსრულებელმა, კრის სტეპლტონმა მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. არაერთი სინგლის გამოცემის შემდეგ, 2015 წელს, მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Traveller გამოუშვა. კრისს კარიერის განმავლობაში 5 გრემის ჯილდო აქვს მიღებული. მას, ასევე, უთანამშრომლია ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ადელი, ედ შირანი, შერილ ქროუ და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული