Thumbnail

ნახეთ: Depeche Mode-ის მარტინ გორმა ახალი კომპოზიცია Mandrill გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Depeche Mode-ის გიტარისტმა და კლავიშისტმა, მარტინ გორმა ვიზუალურ ნამუშევართან ერთად ახალი კომპოზიცია Mandrill გაავრცელა. ტრეკი მის მომავალ, სოლო EP-ში სახელწოდებით The Third Chimpanzee იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ლეიბლი Mute Records 2021 წლის 29 იანვარს გამოსცემს.

ჯგუფი Depeche Mode ბოქს-სეტს LiVE SPiRiTS ავრცელებს

მარტინ გორი ცნობილი ჯგუფ Depeche Mode-ში მოღვაწეობით გახდა. ის 2011 წლიდან მოყოლებული ბრიტანელ მუსიკოს ვინს კლარკთან ერთად ელექტრონული დუეტის, VCMG-ის წევრიცაა. მარტინს ორი სოლო სტუდიური ალბომი და ამდენივე EP აქვს გამოშვებული. მიმდინარე წელს არტისტი "დეფეშ მოუდთან" ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული