Thumbnail

ნახეთ: Perfume Genius-მა ონლაინ კონცერტზე სიმღერა Nothing at All შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა Perfume Genius ლოს ანჯელესში, Palace Theatre-ში ბოლო ალბომში Set My Heart on Fire Immediately შესული კომპოზიცია Nothing at All შეასრულა. ვიდეოჩანაწერი სექტემბერში, მის მიერ გამართულ საქველმოქმედო ონლაინ კონცერტზეა გადაღებული. არტისტს აკომპანემენტს 6 კაცისგან შემდგარი ბენდი და სიმებიანი კვარტეტი უწევდა.

ნახეთ: Perfume Genius-მა ჯიმი კიმელის შოუში Jason და Nothing at All შეასრულა

მოუსმინეთ: Perfume Genius-მა ლეონარდ კოენის სიმღერა Bird on the Wire შეასრულა

Perfume Genius სიეტლელი შემსრულებლის, მაიკ ადრეასის სოლო პროექტია. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Learning გამოსცა. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია Queen და Hood.

კომენტარები

ბოლოს დამატებული