Thumbnail

დასახელდა კომპოზიცია, რომელიც Shazam-ით ყველაზე მეტჯერ მოძებნეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

მუსიკის ამომცნობმა ცნობილმა აპლიკაციამ Shazam იმ კომპოზიციების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც მომხმარებლები პროგრამის გამოშვებიდან დღემდე ყველაზე ხშირად ეძებდნენ. პირველი ადგილი ავსტრალიელი შემსრულებლის, Tones and I-ის ჰიტმა Dance Monkey დაიკავა. სიმღერა ჯამში 36,6 მილიონზე მეტჯერ მოძებნეს.

ოქტომბრის თვის ყველაზე პოპულარული მუსიკოსები მსოფლიოში

მუსიკალური ვიდეო, რომელმაც იუთუბზე Despacito-ს ნახვების რეკორდი მოხსნა

"როდესაც 2019 წელს ეს კომპოზიცია გამოვუშვი, ჯერ გამომწერებიც კი არ მყავდა. "შაზამმა" კი მომცა შანსი, დიდ აუდიტორიაზე გავსულიყავი და ჩემი თაყვანისმცემლების რაოდენობა გაზრდილიყო. ასე მივაღწიე კარიერულ წარმატებას", - ამბობს მუსიკოსი.

Dance Monkey მუსიკოსმა 2019 წელს გაავრცელა. სიმღერა მის სადებიუტო EP-ში სახელწოდებით The Kids Are Coming არის წარმოდგენილი. კომპოზიციამ 30-ზე მეტი ქვეყნის ჩარტებში წამყვანი პოზიციის დაკავება მოახერხა. იუთუბზე კი ტრეკმა მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

ყველაზე ხშირად მოძებნილი კომპოზიციების პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: ედ შირანი, ავიჩი, Sia და სხვები.

პირველი ათეული ასე გამოიყურება:

"შაზამი", რომელსაც ყოველთვიურად 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს, 2002 წელს შეიქმნა და დღეს კორპორაცია Apple-ის მფლობელობაშია. მისი მეშვეობით თქვენთვის საინტერესო კომპოზიციების, ფილმების, სატელევიზიო შოუებისა და რეკლამების მოძებნა შეგიძლიათ. პროგრამა ხელმისაწვდომია ყველა ოპერაციულ სისტემაზე.

კომენტარები

ბოლოს დამატებული